Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ იტალიური ფეხბურთი პოზიციებს იბრუნებს“

ლეგენდარულამ პაოლო მალდინიმ აძურის ჩემპიონობა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ იტალიური ფეხბურთი ამ გამარჯვებით დაკარგულ პოზიციებს დაიბრუნებს.

„მინდა იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლა მივულოცო, მანჩინიმ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია და იტალიური ფეხბურთი დააბრუნა იქ, სადაც მისი ადგილია.

„ეს ტრიუმფი არის პირველი დიდი სიხარული ქვეყნისთვის, რომელმაც ურთულესი თვეები გადაიტანა. ტურნირის დასაწყისში იტალიას ფავორიტად არავინ განიხილავდა, მაგრამ ხალხს ავიწყდება, რომ ჩვენ 4 მსიფლიო ჩემპიონატი და უკვე 2 ევროპის ჩემპიონატი გვაქვს მოგებული.

„მანჩინიმ გუნდი ყველაზე რთულ პერიოდში ჩაიბარა, რადგან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენა ნამდვილი კატასტროფა იყო, მაგრამ ტურნირის პირველი დღიდან იტალია განსაკუთრებული, გამორჩეული იყო და ნამდვილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რაც საბოლოოდ გუნდის მთავარ იარაღად იქცა.“