Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ იუვენტუსს დასაკარგი უფრო მეტი აქვს“

იუვენტუსთან მატჩის წინ პაოლო მალდინიმ კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსს დღევანდელ მატჩში დასაკარგი უფრო მეტი აქვს, რადგან ჩვენთვის ყველაზე ცუდი შედეგიც რომ დაფიქსირდეს, ცხრილის სათავეში დავრჩებით.

„ჩვენ ვირუსის და ტრავმების გამო ძალიან დიდი დანაკლისი გვაქვს, თუმცა მათ, ვინც დღეს ითამაშებენ, უკვე ყველას ყველაფერი დაუმტკიცეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.

„ეს მილანი – იუვენტუსი სამწუხაროდ გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის. ეს კვლავ ფეხბურთია, თუმცა უფრო ნაკლებად ემოციური, რადგან ტიფოზები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.

„პირლო ? მისი მოწინააღმდეგეთა ბანაკში ხილვა კვლავ უცნაურია, მე მასში კვლავ თანაგუნდელს ვხედავ. დღეს ჩვენ კონკურენტები ვართ, თუმცა ცხოვრების ბოლომდე ძმები დავრჩებით.“