Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ კესი ისეთივე ლიდერია, როგორიც იბრა“

პაოლო მალდინიმ Sky Sport-თან ფრანკ კესის შესახებ ისაუბრა.

„კესის განვითარების ტემპი უბრალოდ წარმოუდგენელია, არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ მისი მენტალობის მხრივ. ის მთელს გუნდს მოტივაციას და დრაივს მატებს.

„კესი არის ფეხბურთელი, რომელიც როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა თავის თანაგუნდუელებს ყოველთვის ეხმარება და ბიჭები მას პრეზიდენტს ტყუილა არ ეძახიან. კესი იბრაჰიმოვიჩთან ერთად გასახდელში გუნდის ლიდერია.“