Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ კიეზას ტრანსფერზე არ ვმუშაობთ“

„ტონალი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, რომელმაც ოცნება აისრულდა და საყვარელ გუნდში გადმოვიდა.

„ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, მისი მილანში ტრანსფერი რთულად წარმოსადგენი იყო,  თუმცა ამ შედეგამდე სანდროს სურვილმა და მისი აგენტის შესანიშნავმა მუშაობამ მიგვიყვანა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ტონალის მილანში თამაში სურდა, თუმცა ფინანსური კუთხით ამ ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთული იყო. მადლობა უნდა გადავუხადოთ სელინოს (ბრეშას პრეზიდენტი) რომელმაც ფეხბურთელს საშუალება მისცა, თავის საყვარელ გუნდში გადასულიყო.

„კიეზა? ის იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, თუმცა ფიორენტინასთან მის თაობაზე მოლაპარაკებები არასდროს არ გვქონია.

„სეზონის სტარტისთვის მზად ვართ. როვერსთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდებ, სადაც რებიჩი, ლეაო და რომანიოლი ვერ დაგვეხმარება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ გამოცდას თავს წარმატებით გავართმევთ.

„სატრანსფერო ფანჯარა? ჩვენ გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. უმნიშვნელოვანესი ამოცანები უკვე შევასრულეთ, თუმცა ტრავმების ფონზე დაცვის ცენტრალურ ზონაში გაძლიერება კიდევ გვჭირდებ. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და რა მოხდება არავინ იცის.“

Leave a Reply

Your email address will not be published.