Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ ლივერპული მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ“

ლივერპულთან მატჩის წინ, მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ კომენტარი გააკეთა.

„ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა სეზონის სტარტზე ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო და მოხარულები ვართ, რომ ასეთ რთულ გუნდში ამის გაკეთების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. მადრიდში ჩვენ ურთულესი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ წინ კიდევ ერთი ურთილესი დაპირისპირება გველოდება.

„სამწუხაროდ ამ მატჩსაც ბევრი ტრავმირებულით ვხვდებით, მაგრამ ბოლო პერიოდში, ასეთი დატვირთული გრაფიკის ფონზე, ყველა გუნდისთვის ჩვეული მოვლენა გახდა.

„ჩვენ მოედანზე სწორი ბალანსი უნდა ვიპოვნოთ და როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ. ლივერპული ბაიერნთან ერთად ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ამიტომ თითოეული შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდება.

„ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში ყველაზე მეტად განვითარდა ? ასეთი საბედნიეროდ ბევრი გვყავს, მაგრამ თუ ერთის არჩევას მთხოვთ, ეს რაფაელ ლეაო იქნება, რომელმაც არაერთხელ დაგვანახა, რომ როგორც იტალიაში, ასევე ევროპაში ერთი ერთზე ნებისმიერი მეტოქის უკან ჩამოტოვება შეუძლია.“