Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი მადრიდში ტეოს აგენტს შეხვდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მადრიდში ყოფნის დროს მილანის დირექტორი პაოლო მალდინი ტეო ერნანდესის აგენტს შეხვდა და მილანმა ფრანგ ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ოფიციალურად წამოიწყო.

მილანმა ტეო მადრიდის რეალიდან 2019 წლის ზაფხულში 21.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და მას შემდეგ 24 წლის ფეხბურთელის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ყველაზე შედეგიანი ფიგურა გახდა, რამას მის მიმართ გაზრდილი ინტერესი გამოიწვია.

როსონერის რა თქმა უნდა ფეხბურთლის დაკარგვა არ სურს და მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობა, რომელიც 2024 წლის ზაფხულში იწურება, უკვე დაიწყო.

რუდი გალეტის ინფორმაციით, მალდინიმ ტეოს კონტრაქტის გახანგრძლივება 2025 წლის ზაფხულამდე შესთავაზა, მისი წლიური გასამრჯელო კი 4 მილიონამდე გაიზრდება. როსონერი ფეხბურთელის აგენტის პასუხის მოლოდინში არის, რის შემდეგაც ტეო კონტრაქტს ოფიციალურად გაახანგრძლივებს.