Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი მანჩესტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

Calciomercato-ს ინფორმაციით, პაოლო მალდინი მანჩესტერ იუნაიტედთან დიოგო დალოტის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

დალოტი მილანს გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მშრალი იჯარით შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როსონერის მისი გამოსყიდვის ულფება არ აქვს, თუმცა სპარტას წინააღმდეგ გატანილი გოლის და ასისტის შემდეგ, მილანის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ დალოტის ხელიდან გაშვება დიდი შეცდომა იქნება.

ფაბრიციო რომანომ ეს ინფორმაცია დაადასტურა და ისიც დაამატა, რომ შესაძლოა მილანმა ფეხბურთელის იჯარის გახანგრძლივება მოითხოვოს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.