Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ მარადონას ბოდიში მოვუხადე“

პაოლო მალდინიმ ლილთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და დიეგო მარადონაზე ისაუბრა.

სერია ა-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი 1980-90 წლები იყო, როდესაც მარადონას ნაპოლი დიდებულ მილანთან სკუდეტოსთვის პაექრობდა.

„მარადონას ვერავინ იჭერდა, ეს წარმოუდგენელი იყო. სერია ა-ს დიდების დარბაზის ცერემონიალზე მე მის გვერდით ვიჯექი და ჩვენ ძველ კადრებს ვუყურებდით. იმ ვიდეოებში ჩანდა, რომ მე მას ძალიან უხეშად ვეთამაშებოდი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ სხვანაირად მისი გაჩერება წარმოუდგენელი იყო.

„ის ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი გახლდათ და ამ ვიდეოების ყურების დროს შემრცხვა და მას ბოდიში მოვუხადე.“