Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ მეტ ფულს ტრანსფერებზე მაშინ დავხარჯავთ, როდესაც ლიგაზე სტაბილურად ვითამაშებთ…“

სატრანსფერო ფანჯარა იტალიაში ოფიციალურად უკვე დაიხურა და იმის მიუხედავად, რომ სერია ა-ში ყველაზე აქტიურად შემადგენლობის გაძლიერებაზე მილანი მუშაობდა, გუნდის ქომაგები გარკვეული ტრანსფერით მაინც უკმაყოფილო დარჩნენ და უფრო მაღალი დონის ფეხბურთელების ხილვა სურდათ.

თუმცა, გუნდის ლეგენდამ და დირექტორმა პაოლო მალდინიმ იმის შესახებ, რომ მილანი ხმაურიანი სახელების დამატებას ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვერ შეძლებდა, ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე საუბრობდა.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გავედით და გასაკვირი არ არის, რომ ქომაგებს ჩვენგან უფრო დიდი მოლოდინები ექნებათ, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ ტრანსფერებზე მეტი ფულის დახარჯვას მხოლოდ მას შემდეგ მოვახერხებთ, როდესაც გუნდი 4-5 წელი ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად იასპარეზებს და ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებას მოვახერხებთ…“