Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ მილანის ქომაგებს ძვირიან ტრანსფერს ვერ დავპირდებით“

მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ რომასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„კორონა ვირუსი სიტუაცია სერია ა-ში ? ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ისეთი გამოსავალი, რომლის დახმარებითაც სეზონის გაგრძელების საშუალება გვექნება.

„ერთადერთი გზა, რომელიც ასეთ პრობლემებს მოაგვარებს, მხოლოდ დიალოგია გუნდებსა და სერია ა-ს წარმომადგენლებს შორის. დღეს ჩვენ 9 მცველიდან მწყობრში მხოლოდ 4 გვყავს. არის თუ არა ეს პრობლემა ? დიახ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სახით დავისაჯეთ ან დავიჩაგრეთ, ეს უბრალოდ დღევანდელი რეალობაა, რომლის ალტერნატივა სეზონის გაჩერება იქნება, რაც სრულიად დაუშვებელია.

„ტრანსფერები ? სამწუხაროდ ჩვენ დღევანდელ მილანს სილვიო ბერლუსკონის გუნდს ვერ შევადარებთ, როესაც როსონერის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების გაფორმება შეეძლო. ახლა ჩვენი ამოცანა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაა, ამიტომ ქომაგები ხმაურიანი ტრანსფერების იმედად არ უნდა იყვნენ.

„ბოტმანი ? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც ლილის საკუთრებაშია და მათთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ბოტმანი ერთადერთი კარგი მცველი არ არის და ჩვენ სიმონ კიაერის შემცვლელის ძიება უკვე დაწყებული გვაქვს. გავიფორმებთ მცველს, რომელიც გუნდს მხოლოდ 6 თვით, იჯარით შეუერთდება, თუ მას ახლავე ვიყიდით, ამას სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გავიგებთ.“