Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ მილანი გომესის გაფორმებას არ აპირებს“

პაოლო მალდინიმ ლაციოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ბერგამოში წაგებული 5 – 0 შემდეგ უკვე ერთი წელი გავიდა. იმ მატჩის შემდეგ ჩვენს თავებს ბევრი კითხვა დავუსვით. ამ შეხვედრის შემდეგ გუნდს იდეალური თამაში არ დაუწყია, თუმცა უკვე შეინიშნებოდა, რომ ჩვენ სწორ, თუმცა გრძელ გზაზე ვიდექით.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი გველის, თუმცა მილანისთვის ყველა შეხვედრა გამორჩეულია და ჩვენი საბოლოო მიზნისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ. როსონერის უპირველესი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. კარგია, როდესაც ლიდერი ხარ, თუმცა ამავდროულად შენ ყველა ისე გეთამაშება, როგორც ლიდერს და თამაშების მოგებაც უფრო და უფრო ჭირს.

„გომესი ? ის ატალანტას ფეხბურთელია, ჩვენ კი მის პოზიციაზე კადრები უკვე გვყავს. გომესი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ახლა რთული პერიოდი უდგას და მის შესახებ საუბარს არ ვაპირებ, თუმცა როგორც მე ვიცი, ის მარკეტზე საერთოდ არ არის.“