Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ მილანი ინტერთან ახლა უფრო ახლოს არის“

Derby Della Madonnina-ს წინ პაოლო მალდინიმ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი წარმატების ისტორია პანდემიის შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, რომ მთელი წელი დაუმარცხებელი იყო, თუმცა ჩვენ უფრო ძლიერ გუნდებთან თამაში უკვე მოგვიწია და ყველაზე მეტად გუნდის გამბედაობა და მოტივაცია მომწონს.

„გუნდმა სტაბილურობა იპოვა, მწვრთნელი იგივე დარჩა. ვიცით, რომ ჯერჯერობით სერია ა-ში საუკეთესო გუნდი არ ვართ, თუმცა ახლა ჩვენ ერთიანი ვართ და ეს ერთიანობა მძიმე პერიოდში ძალიან გვეხმარება.

„ჩემი აზრით, ინტერი სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია. მათ ყველაზე ღრმა შემადგენლობა ჰყავთ და ანტონიო კონტემ კარგად იცის, თუ როგორ გამოიყენოს თითოეული მათგანი.“

მალდინიმ კომენტარი ჯიჯო დონარუმას კონტრაქტზეც გააკეთა.

„ჯიჯოს სიტუაციაში იბრაჰიმოვიჩი და ჩალჰანოღლუც არიან, ჩვენ მათი შენარჩუნება გვინდა და ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ.“