Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ მილანი ჩემი ვნებაა…“

მილანის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანი თითქმის მომენტალურად მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალიდან ფსკერზე აღმოჩნდა. ბერლუსკონის ბოლო წლები და ჩინელების პერიოდი როსონერისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო.

„Elliott-ი გუნდში ძალიან საჭირო დროს გამოჩნდა და როდესაც ნათელი გახდა, რომ ისინი მილანს იყიდიდნენ, 2018 წელს ლეონარდო დამიკავშირდა.“

მილანის ლეგენდამ, რომელმაც კარიერა 2009 წელს დაასრულა, გუნდის რიგებში 901 მატჩი ჩაატარა და როსონერისთან ერთად 5 ევროპული თასი, 7 სკუდეტო და ერთი კოპა იტალია მოიგო.

„ჩემი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ჩვენ სკუდეტოს მოგება მაინც მოვახერხეთ და ჩემპიონთა ლიგაზე რამდენჯერმე ვითამაშეთ.

„2009,10,11 წლებში მილანში ძალიან დიდი გენერაციის ცვლილება მოხდა, როდესაც მილანის გამორჩეულმა ფეხბურთელებმა ან კარიერა დაასრულეს, ან სხვა გუნდებში წავიდნენ.

„როდესაც შენ გუნდს ასეთი ცვლილებისთვის არ ამზადებ, სპორტული შედეგების შენარჩუნება წარმოუდგენელია.

„გუნდმა მაშინ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები იყიდა, თუმცა მათ იმედების გამართლება ვერ მოახერხეს, რადგან გუნდში ამხელა ცვლილებას დიდი დაგეგმვა სჭირდება და 18 თვეში ყველაფერს ვერ შეცვლი.

„გუნდი გრანდი მაშინ ხდება, როდესაც მას სტაბილურად მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლებში მილანმა სტაბილურობა დაკარგა.“

მალდინიმ მთელი თავისი კარიერა მილანში გაატარა, თუმცა მისი თქმით მილანში დაბრუნება სავალდებულო არ ყოფილა.

„მე მილანში დაბრუნებას აუცილებლობად არ განვიხილაბდი და არც გუნდი იყო ვალდებული, რომ ჩემთვის სამსახური შემოეთავაზებინათ.

„2009 წელს კარიერის დასრულების შემდეგ, მე ჩემს ცხოვრებაში ბევრი ახალი და საინტერესო გამოცდილება შევიძინე, ბევრი მათგანი ფეხბურთს საერთოდ არ უკავშირდებოდა.

„თუმცა, მილანი და ფეხბურთი ჩემს ყველაზე დიდ ვნებად დარჩება და მსურდა, რომ თუ ამის შანსი მომეცემოდა, გუნდისთვის დახმარება გამეწია და კლუბისთვის ყველაფრისთვის მადლობა გადამეხადა.“

მალდინიმ მილანში ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა.

„ახლა ჩვენ ბერლუსკონის პრეზიდენტობის დროსთან შედარებით გაცილებით ნაკლები დრო და არჩევანი გვაქვს, ამიტომ უფრო მოქნილი და კრეატიული უნდა იყო.

„მე ლეონარდომ დამირეკა და ჩვენ სრულიად განსხვავებული ხედვა გვქონდა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მილანი. გუნდმა პირველ წელს ძალიან დიდი ინვესტიციები განახორციელა, თუმცა ხარჯების და შემოსავლების დათვლის შემდეგ მივხვდით, რომ იმ მომენტში როსონერის ასეთი თანხების ხარჯვა არ შეეძლო და ჩვენ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ.

„მე ჩემთან ერთად სამუშაოდ ისეთი ხალხი შევარჩიე, რომლებიც მილანის ისტორიას დიდ პატივს სცემდნენ და გუნდის ღირებულება კარგად იცოდნენ.

„ჩვენ გვსურდა, რომ მილანისთვის ბრძოლისუნარიანობა დაგვებრუნებინა და ამავე დროს ფინანსური სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა და ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხეთ.

„მილანი იტალიაში ყველაზე ახალგაზრდა, ევროპაში კი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა გუნდია. ჩვენ ფეხბურთელენს ვყიდილობდით არა მარტო იმიტომ, რომ ისინი ახალგაზრდები არიან, არამედ ამასთან ერთად მათ უდიდესი ტალანტი გააჩნიათ, უფრო გამოცდილი მოთამაშეები კი მათ მიუძღვიან, სწორედ ეს არის ამ მილანის ფუნდამენტი.

„მე გამიმართლა, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი როგორც ფეხბურთელი, ახლა კი მისი დირექტორი ვარ.

„როსონერის ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 8 წელია არ უთამაშია, თუმცა როდესაც ფეხბურთელები მილანისგან ზარს იღებენ, ამ მაისურის მორგება მათი ოცნება ხდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალში ვიყურებით, მაგრამ წარსულს პატივი უნდა ვცეთ და არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ. მილანი მსოფლიოს 3 ყველაზე წარმატებულ კლუბებს შორის არის და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს.“