Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ მილანმა დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა სცადოს“

მილანის ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ დონარუმას სიტუაციაზე ისაუბრა.

21 წლის იტალიელს მილანთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული, თუმცა მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

„დონარუმა ჯერ მხოლოდ 21 წლის არის, თუმცა ის უკვე გუნდის ლიდერია. ასაკის მიუხედავად, მან როსონერის მაისურით 220 მატჩის ჩატარება მოასწრო, რაც შესანიშნავი შედეგია.

„ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ჯიჯო მილანში დარჩეს, თუმცა ჯერჯერობით არ ვჩქარობთ, 10 – 15 დღე არაფერს არ ცვლის და მილანი ამ საკითხზე აუცილებლად იმუშავებს.“

დიავოლო ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას განაგრძობს და მომავალი მატჩი მათ ხვალ, ბოდო/გლიმტის წინააღმდეგ ექნებათ, რომელიც 22:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაციის ლინკებს საიტზე მატჩის ლინკების ნახვა თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე შეგეძლებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published.