Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ მილანმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს“

მილანის ტექნიკურმა დირექტორმა გუნდის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიავოლომ მომავალ სეზონში ოთხეულისთვის უნდა იბრძოლოს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.

„სატრანსფერო ფანჯარა ახლახანს გაიხსნა, თუმცა ჩვენ გუნდის გაძლიერებაზე აქტიურად რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ. ყველაზე რთული ჯერჯერობით იბრასთან კონტრაქტის გაფორმება გამოდგა.

„ზლატანის გუნდში დატოვება ჩვენთვის პრიორიტეტული იყო. ის არა მხოლოდ მოედანზე, ასევე მის მიღმაც ძალიან გვეხმარება.

„ჩვენც და იბრამაც იცის, რომ ის 38 წლის არის, თუმცა ასაკს ყველა ადამიანი თავისებურად ებრძვის. მაგალითად მე, ჩემპიონთა ლიგის ტიტული 39 წლის ასაკში მოვიგე და იმ წელს საუკეთესო მცველიც გავხდი.“

ბრაჰიმ დიასი მილანში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა და მომავალ სეზონში მილანში იჯარის წესით ითამაშებს.

„ბრაჰიმს შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის იმ კალიბრის ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის გადაწყვეტა შეუძლია.

„ჩვენ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელი იქნება და ამის ვალდებულებას გუნდს ვერავინ დააკისრებს, თუმცა საუკეთესო ოთხეულში შესვლა ნამდვილად გვსურს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.