Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ მილანს ბევრი ვარიანტი აქვს“

პაოლო მალდინიმ მონცასთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ გუნდის სატრანსფერო სტრატეგიაზე ისაუბრა.

„ჩვენ სატრანსფერო სამიზნეების ვარიანტები რამდენიმე კვირის წინ ჩამოვწერეთ და ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, ამ სიას წყნარად, აუღელვებლად მივუყვებით და ვცდილობთ, რომ გუნდის შემადგენლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და პრეზიდენტ ბერლუსკონის გამოჯანმრთელება ვუსურვო. ყველამ იცის, რომ ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა და ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელ მატჩს ვერც ის და ვერც გალიანი ვერ ესწრებიან.“

შეგახსენებთ, რომ მილანის ყოფილ და მონცას ახლანდელ მფლობელს, სილვიო ბერლუსკონის რამდენიმე დღის წინ კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.