Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ მილანს თავისი პროექტის 100 პროცენტით სწამს“

DAZN-თან ინტერვიუში მილანის დირექტორმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მე, როგორც მილანის დირექტორი, ვალდებული ვარ, რომ გუნდის ისტორიული ღირებულებები დავიცვა და გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუო. მიღწეული შედეგები იმის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და თითოეულ ჩვენგანს ამ პროექტის სწამს.

„იბრას გაფორმება ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში გვსურდა და მინო რაიოლას დავუკავშირდით კიდეც, თუმცა მას LA Galaxy-სთვის სიტყვა ჰქონდა მიცემული, რომ კიდევ ერთი წელი დარჩებოდა და მოცდა მოგვიწია.

„რა თქმა უნდა, ეს დიდი რისკი იყო, რადგან იბრას რამდენიმე წელი MLS-ში ჰქონდა გატარებული, რომელიც დიდი პატივისცემის მიუხედავად, სერია ა-სთან შედარებით სულ სხვა დონეზეა. ჩვენ მას 18-თვიანი კონტრაქტი შევთავაზეთ, მან კი გვითხრა, რომ თავიდან 6-თვიანი ხელშეკრულება გაგვეფორმებინა, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო.

„იბრა ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმუმი გააკეთოს და ამ 6 თვეში რომ ეგრძნო, რომ მას ეს აღარ შეუძლია, კონტრაქტს აღარ გააფორმებდა, თუმცა საბედნიეროდ ის დიდებულად თამაშობს და მისი სახით გუნდს არაჩვეულებრივი ლიდერი ჰყავს.“

სეზონის დაწყებამდე გუნდში პიოლის მომავალზე განხეთქილება იყო, მაგრამ დღეს ყველა თანხმდება, რომ მისი დარჩენა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო.

„ის თავისი ფეხბურთის ხედვას ძალიან დიდი ემოციით გადმოსცემს, რასაც მისნაირი მშვიდი ადამიანისგან არ ელოდები. პიოლის კარიერაში ჩავარდნები ჰქონდა და ზოგიერთ გუნდში მოლოდინები ვერ გაამართლა, მაგრამ ჩემი აზრით ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ მას შესაბამისი დონის ფეხბურთელები არ ჰყავდა.

„ახლა კი სტეფანო თავის საქმეს იდეალურად ართმევს თავს და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთან დარჩა.“