Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ ჟირუს ხვალ ველოდებით…“

პაოლო მალდინიმ სერია ა-ს მომდევნო სეზონის კალენდარზე (იხილეთ აქ) კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ ხვალ ოლივიე ჟირუ მილანის ფეხბურთელი გახდება.

„ჟირუს ჩვენ ხვალ ველოდებით. ის ნამდვილი ჩემპიონია, რომელსაც როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე უდიდესი წარმატებებისთვის აქვს მიღწეული.

„ჩვენ სერია ა-ში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ამიტომ მისი გამოცდილება ძალიან გამოგვადგება.

„სატურნირო კალენდარს რაც შეეხება, მე-4 ტურისთვის ჩვენ უკვე 2 მნიშვნელოვანი მატჩი გვექნება გამართული, მაგრამ ადრე თუ გვიან ჩვენ თითოეულ მეტოქესთან მოგვიწევდა შეხვედრა, ამიტომ მილანი მზად უნდა იყოს.“