Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ სკუდეტოზე ფიქრი ჯერ ადრეა“

ატალანტასთან მატჩის წინ, მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სკუდეტო ? ჩვენი მთავარი მიზანი განვითარების გაგრძელებაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩემპიონატის ოთხეულში დასრულებასა და გამარჯვებაში ძალიან დიდი განსხვავებაა, რომლის აღმოფხვრაც მხოლოდ დაუღაალვი მუშაობით არის შესაძლებელი.

„დანიელის გოლი ? მისმა გოლმა ჩემში სიამაყის გრძნობა გამოიწვია როგორც მშობლისთვის, ასევე დირექტორისთვის. მე იმ წამს თავი ძალიან ამაყად ვიგრძენი და იმედია წინ ასეთი მომენტები კიდევ ბევრი იქნება.

„იბრა ? იმედი გვაქვს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ის სრულიად ჯანმრთელი იქნება. მას დაზიანება არ აქვს, მაგრამ ტკივილს განიცდის.

„იბრასთან ერთდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩვენ ჟირუს, ბაკაიოკოს და კრუნიჩსაც ველოდებით. დღეს საბედნიეროდ მესიასი სათადარიგოთა სკამზე იქნება და გუნდის დახმარებას მოახერხებს.

„კესის კონტრაქტი ? ჩვენ გუნდის ინტერესების დაცვას და მწვრთნელისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას ვცდილობთ, მოედანზე კი საქმეს პიოლიმ უნდა მიხედოს. მეტის თქმა ამ მომენტში არ შემიძლია.“