Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“

მილანის ტექნიკურმა დირექტორმა გუნდის მიზნებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ძალიან ხშირად მილანის სტატისტიკაზე საუბრობენ, თუმცა სტატისტიკა ცარიელი ციფრებია, თუ გუნდმა ტიტულები არ მოიგო.

„სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ გრძელ წაუგებელ სერიას თავადაც არ ველოდი, თუმცა უკვე იანვარში ვიცოდი, რომ მილანი სწორი მიმართულებით მიდიოდა.

„ჩვენი მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში წინა წლის შედეგების გაუმჯობესებაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამბიციურები არ უნდა ვიყოთ. მილანი სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ ამავდროულად ილუზია არ უნდა შევიქმნათ.

„გასულ სეზონში ჩვენ ევროპა ლიგაზე გასვლა მოვახერხეთ, წელს კი იმის მიუხედავად, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ეს არ მოუთხოვია, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იუვენტუსი და ინტერი ფორმაში შევლენ და ნამდვილი ბრძოლაც სწორედ მაშინ დაიწყება.

„ინტერს მცირე პრობლემები ჰქონდა, თუმცა უკვე იგრძნობა, რომ ნერაძური კრიზისიდან გამოსვლას ახერხებს, იუვენტუსი კი პირლოს მეთოდებს ეჩვევა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე გავივლით და სეზონის ბოლოს სინანულის გრძნობა არ გვექნება.

„ევროპა ლიგის დაიგნორება და სერია ა-ზე გადართვა ? სისულელეა, ჩვენ ამ ტურნირზე სათამაშოდ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და ახლა დაიგნორებას არ ვაპირებთ.

„პიოლი ? მას გუნდში გამორჩეული როლი აკისრია, მას გუნდში სიმშვიდე, ბალანსი და ცოდნა მოაქვს.

„შესაძლოა გარედან ის მშვიდი და წყნარი ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა გარწმუნებთ, სტეფანო შესანიშნავია. მან იცის, თუ როგორ ესაუბროს ფეხბურთელებს და როგორ შესძინოს მოტივაცია. მასთან ერთად ყველა უკეთესი ხდება“