Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ ჩემპიონთა ლიგა დაუვიწყარი ემოციებით არის სავსე…“

მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ ლივერპულთან მატჩის წინ ჩემპიონთა ლიგაზე თავის კარიერაში საუკეთესო მომენტები გაიხსენა.

„ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატება ჩემს კარიერაში გამორჩეული მომენტი იყო, ტურნირზე, რომელსაც ევროპის თასიერქვა და რომელიც მამაჩემმა 1963 წელს მოიგო, პირველად იტალიური გუნდების ისტორიაში.

„ეს ტურნირი ჩემთვის ძალიან დიდი ემოციაა. აქ თითოეული შეცდომა გუნდისთვის ორმაგად ძვირად ფასობს, რომლის გამოც შენ შესაძლოა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხო.

„საუკეთესო მოგონებები კი 2003 წლის იტალიური დერბი ნახევარფინალში, იუვენტუსის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლივერპულის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

„ბერლუსკონის წყალობით, ჩვენ მილანი ისეთ დონეზე ავიყვანეთ, რომ ფინალის წინ ზეწოლას საერთოდ არ ვგრძნობდით. კაპიტნის რანგში ტიტულის აღმართვა კი წარმოუდგენელი გრძნობაა, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ.”

მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2014 წელს ითამაშა და ატლეტიკოსთან 4 – 1 განადგურდა.