Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში დარჩენა იქნება“

პაოლო მალდინიმ მომდევნო სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა და კესის კონტრაქტზე ისაუბრა.

„მილანის მთავარი მიზანი მომდევნო სეზონში ? ჩვენი უპირველესი ამოცანა ოთხეულში ადგილის შენარჩუნება იქნება. ჩვენ გრძელვადიანი პროექტი გვაქვს, რომელიც ეტაპობრივად განვითარებას მოითხოვს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა როგორც ფინანსური, ასევე სპორტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხია.

“კესი ? ის მილანის პროექტის ნაწილი და მომავალია. ჩვენ მის კონტრაქტზე უკვე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევთ.

„ჩალჰანოღლუს ინტერში ტრანსფერი ? ახლა ამ თემაზე საუბარი არ მსურს…“