Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ ჩვენი მიზანი სეზონის ოთხეულში დასრულებაა. ტრავმების მიზეზი ?…“

მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ ემპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„როგორ შევაფასებდი მილანის 2021 წელს ? ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ იმ პროექტს, რომელსაც საფუძველი რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა. მილანს უდიდესი ისტორია აქვს და ქომაგები გუნდისგან ყოველთვის მეტს ითხოვენ, მაგრამ გუნდის სათავეში ბერლუსკონი აღარ არის. ახლა მილანს სხვა სტრატეგია აქვს, რომელსაც ეტაპობრივად უნვა მივყვეთ და საბოლოო ჯამში ჩვენ დავბრუნდებით იმ სიმაღლეებზე, რომელსაც მილანი იმსახურებს.

„ინტერი ? ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან და ამ სეზონშიც ფავორიტებად მოიაზრებიან. კონტეს, ლუკაკუს და ჰაკიმის დაკარგვით ნებისმიერი გუნდი საგრძნობლად დასუსტდებოდა, მაგრამ მათ დიდებული მწვრთნელის და შესანიშნავი ფეხბურთელების დამატება მოახერხეს, ამიტომ ნერაძურის საერთო დონე არ შემცირებულა.

„ჩვენ მილანი ვართ, გუნდი ყოველთვის იბრძოლებს, რადგან ეს ჩვენს DNA-შია და საკუთარ თავს არანაირ ზღვარს არ ვუწესებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაა.

„რა გვაკლია სკუდეტოს მოსაპოვებლად ? როგორც უკვე გითხარით, რაიმე სახის შედარება წარსულთან არ მსურს. სკუდეტოს მოპოვება მარტივი არავისთვის არის და ამას წინასწარ ვერ დაგეგმავ. გასული 20 წლის განმავლობაში მილანმა ეს მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა, მაშინაც კი, როდესაც მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავდა.

„ვიპოვეთ თუ არა მიზეზი, რის გამოც ამდენი ტრავმირებული გვყავს ? სიმართლე რომ გითხრათ, არა. შესაძლოა ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი კალენდარი ძალიან დატვირთულია. პანდემიის შემდეგ, გუნდებს თამაში 3 დღეში ერთხელ უწევთ, რისი გაკეთებაც მარტივი ნამდვილად არ არის.“