Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ ჩვენ იბრა გვჭირდება“

მილანის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ იბრას კონტრაქტზე ისაუბრა.

იბრა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 14 გოლი დაუგროვდა, კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა დიდი ალბათობით ლეგენდარული შვედი ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

„ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ისეთი ლიდერი გვჭირდება, როგორიც იბრაჰიმოვიჩია.

„ჩვენ მისი გაფორმება ჯერ კიდევ 2018, LA Galaxy-დან ვცადეთ.

„იბრამ გვითხრა, რომ მისი მილანში დარჩება თავის სხეულზეა დამოკიდებული და თუ ზლატანი ასე გააგრძლებს, ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დარჩეს ის ჩვენთან.

„ჩვენ გვყავს 3 ფეხბურთელი, რომელთა კონტრაქტიც სეზონის ბოლოს იწურება და ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე ვმუშაობთ.“

„ტეო ? როდესაც მას პირველად შევხვდი მაშინვე მივხვდი, რომ ის ძალიან ჭკვიანი და მოაზროვნე ბიჭია, მისი მიზანია გახდეს საუკეთესო თავის პოზიციაზე და დაიმსახუროს ადგილი საფრანგეთის ნაკებში.“