Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი წლის საუკეთესო მენეჯერად დასახელდა

მილანის ლეგენდარული ფეხბურთელი და უკვე გუნდის დირექტორი პაოლო მალდინი წლის საუკეთესო მენეჯერად დასახელდა.

მალდინიმ Manilo Scopigno-ს ჯილდო დღეს იმ დამსახურებისთვის მიიღო, რომლის წყალობითაც როსონერი ბოლო პერიოდში მაღალ დონეზე ასპარეზობას დაუბრუნდა.

„მილანისა და იტალიის ნაკრებში ისტორიული შედეგების მიღწევის შემდეგ, პაოლო თავის ტალანტს დირექტორის ამპლუაშიც არანაკლებ ავლენს.

„როსონერის ტექნიკური დირექტორის რანგში, მისმა და მისი გუნდის წევრების ჭკვიანურმა ნაბიჯებმა გუნდს როგორც სპორტული, ასევე ფინანსური სტაბილურობა მოუტანა.

„ის განახლებული მილანის სულის ჩამდგმელი და მისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი შემქმნელია.“ – სწორედ ამ სიტყვების ფონზე გადასცეს პაოლოს კუთვნილი ჯილდო.