Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ ხმაურიან ტრანსფერებს არ უნდა ელოდოთ“

გაზიდისის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მილანის სატრანსფერო გეგმებზე და სხვა საინტერესო თემებზე გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ ისაუბრა.

„გასულ სეზონში ჩვენ მომავლის მილანს საფუძველი ჩავუყარეთ. ზაფხულის და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენს გუნდს 9 ფეხბურთელი შეუერთდა.

„წელს ჩვენ კონკრეტულ სამიზნეებზე გავაკეთებთ აქცენტს. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ხმაურიანი ტრანსფერები განვახორციელოთ, არ მინდა გულშემატკივრებს ტყუილი ილუზია შეექმნათ, თუმცა ჩვენ გუნდის გაძლიერებაზე აუცილებლად ვიზრუნებთ.

„იბრაჰიმოვიჩის გუნდში დარჩენა ყველას გვინდა. მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი ძალიან მოკლე იქნება და გვსურს, რომ მისი კონტრაქტის საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში მოვაგვაროთ.

„გვაქვს თუ არა გეგმა ‘ბ’ ? რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი გუნდის წარმომადგენლები ვართ და გეგმა B, C და D ყოველთვის უნდა გვქონდეს, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი იბრას გუნდში დატოვებაა.

„ჩვენ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მხოლოდ იმ პოზიციების გაძლიერებას ვაპირებთ, რომელიც ჩვენი აზრით გუნდში პრობლემურია და ფეხბურთელების დამატებას აუცილებლად საჭიროებს.

„მივყვებით თუ არა ბაიერნის მოდელს? ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი, ბაიერნი ახლა სულ სხვა დონეზეა. ჩვენ წინ ძალიან გრძელი გზა გველის, ფინანსური ფეარ პლეი სამართლიანია, თუმცა მის გამო გუნდი დიდი თანხების დახარჯვას ვერ ახერხებს.

„დაბრუნდება თუ არა ბაკაიოკო მილანში? ჩვენ ამ თემაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. გუნდი ბაკაიოკოს კარგად იცნობს და მის შესაძლებლობებს აფასებს. ბაკაიოკო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.