Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალინოვსკი:“ მე მარსელში აგვისტოში უნდა გადმოვსულიყავი“

ატალანტას ყოფილმა ფეხბურთელმა რუსლან მალინოვსკიმ მარსელში ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა.

„მარსელი საფრანგეთში ყველაზე დიდი გუნდია, გამორჩეული ქომაგებითა და ძალიან კარგი პროექტით, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ტრანსფერი შედგა.

„მე აქ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდა გადმოვსულიყავი, მაგრამ მაშინ საერთო ენის გამონახვა გუნდებს შორის ვერ მოხერხდა.

„ატალანტაში ძალიან კარგი პერიოდი გავატარე, ჩვენ იქ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალება გვქონდა, მაგრამ ტიტულის მოგებას ვერ ვახერხებდით, რადგან იუვენტუსის, ინტერის და სხვა გრანდების წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის.

„მე 29 წლის ვარ, განვითარება კიდევ შემიძლია და მჯერა, რომ მარსელში ტიტულებისთვის ბრძოლის კარგი შანსი მექნება.“