Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალმოს მცველის აგენტმა მილანის ინტერესი დაადასტურა

მალმოს მცველის ანელ აჰმედჰოჯიჩის მამამ და აგენტმა მისი შვილის მიმართ მილანის ინტერესი დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელს მილანი სიმონ კიაერის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ევროა.

„ანელის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს. რამდენიმე გერმანული და ფრანგული გუნდების შემდეგ, ჩვენ მილანის წარმომადგენლებიც დაგვიკავშირდნენ და მის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს.

„ჯერჯერობით კონკრეტულად რაიმეს თქმა შეუძლებელია, თუმცა ანელი იტალიაში თამაშს ამჯობნებს.“