Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მანოლასი ოლიმპიაკოსის ფეხბურთელია

ოლიმპიაკოსმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოსტას მანოლასი კარიერას ბერძნულ გუნდში გააგრძელებს.

მანოლასის ტრანსფერის სანაცვლოდ ნაპოლი, რომელიც გუნდს 2019 წელს 36 მილიონი ევრო დაუჯდა, 3 მილიონ ევროს მიიღებს.

მანოლასი ოლიმპიაკოსთან, სადაც ის 2012-14 წლებში უკვე თამაშობდა, 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი წლიური გასამარჯელო 1.5 მილიონი იქნება.