Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერის კიდევ ერთი უარი რომას

ჯალოროსიმ მანჩესტერს კრის სმოლინგის ტრანსფერზე კიდევ ერთი წინადადებით მიმართა. რომაელებმა ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ წითელ ეშმაკებს 12 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს…

მანჩესტერს სმოლინგის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს და ფეხბურთელის რომაში დაბრუნების სურვილის მიუხედავად, სხვა ვარიანტების განხილვას არ აპირებენ.

Il Messaggero-ს ინფორმაციით, ჯალოროსი კიდევ ერთ, საბოლოო წინადადებას ამზადებს და უარის შემთხვევაში მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.

წყაროს ინფორმაციით, სმოლინგის გარდა რომა ვერონას უკანახაზელს, მარაშ კუმბულას და ტორინოს არმანდო იცოს აკვირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.