Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერის პირველი წინადადება იუვენტუსს

მანჩესტერმა ჯეიდენ სანჩოს ტრანსფერზე ხელი ჩაიქნია და მის ალტერნატიულ ვარიანტს იუვენტუსში მიაგნო.

წითელი ეშმაკების ინტერესზე დუგლას კოშტას მიმართ არაერთხელ მოგახსენეთ და Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ინგლისელებმა იუვეს პირველი წინადადებით მიმართეს.

მანჩესტერი მზად არის, 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ტურინელებმა ეს წინადადება უკვე უარით გაისტუმრეს და მათ მინიმუმ 40 მილიონი ევრო სურთ.

აქვე მოგახსენებთ, რომ მანჩესტერი იუვესთან კიდევ ერთი ფეხბურთელის მომავალს განიხილავს. იუნაიტედი დუგლას კოშტას გარდა ფედერიკო ბერნარდესკითაც ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით იტალიელის სანაცვლოდ წინადადებით არ მიუმართავთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.