Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერის უარი მილანს…

ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა მილანს ერიკ ბაის ტრანსფერთან დაკავშირებით უარი განუცხადა.

როსონერი სიმონ კიაერის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ბოლო საათებში ბაის სახელი იტალიურ გრანდს არაერთხელ დაუკავშირეს, მაგრამ მილანს ფეხბურთელის გაფორმება 6-თვიანი იჯარით სურდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, წითელმა ეშმაკებმა კი მისი ასეთი ფორმულით გაშვება არ ისურვეს და Sky Sport UK-ს ცნობით, მისი ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა…