მანჩესტერის უკანასკნელი შეთავაზება ნაპოლის

წითელი ეშმაკების მთავარი მწვრთნელი კალიდუ კულიბალის მიმართ ინტერესს არ მალავს და დაცვის ხაზში კულიბალი-მაგუაერის დუეტის ხილვა სურს.

იტალიური მედიის მტკიცებით,მანჩესტერმა დღეს დილით კიდევ ერთი და ამჯერად უკანასკნელი შეთავაზება გაუკეთა ნაპოლის.ინგლისელები მზად არიან,რომ 29 წლის ცენტრალურ მცველში 80 მილიონი ევრო გადაიხადონ,თუმცა ეს ბოლო წინადადებაა და მეტის გადახდას წითელი ეშმაკები არ აპირებენ.

ნაპოლის პრეზიდენტმა – აურელიო დე ლაურენტისმა უკვე განაცხადა,რომ სენეგალელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის,თუმცა მას მხოლოდ 100 მილიონის სანაცვლოდ შეელევა და დე ლაურენტისის ხასიათის გათვალისწინებით,ნაკლებად სავარაუდოა,რომ მან ფეხბურთელს ფასი დააკლოს.

კულიბალის გაფორმება მისი მაღალი ფასის გამო პსჟ-მ უკვე გადაიფიქრა და მანჩესტერის გარდა ფეხბურთელით ლივერპულიც ინტერესდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.