Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერი დალოტის გაყიდვას გეგმავს

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და წითელი ეშმაკების რიგებს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის მილანში იჯარით მყოფი დიეგო დალოტიც.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა უკანახაზელი სოლსკიაერის გეგმებში არ შედის და წითელი ეშმაკები მზად არიან ფეხბურთელი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდონ.

დალოტი მილანის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრება, მაგრამ ის როტაციაში ხშირად ხვდება და მოედანზე საკმაო დრო ეძლევა, თუმცა ჯერ უცნობია, მოისურვებს თუ არა მილანი პორტუგალიელის სანაცვლოდ აღნიშნული თანხის გადახდას.

გათიშვა