Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერი დალოტის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი დიოგო დალოტის გამოსყიდვას განიხილავს და მისი გასხვისების წინააღმდეგი არც მანჩესტერ იუნაიტედი არ არის.

წყაროს ინფორმაციით, მილანი მანჩესტერს ფეხბურთელის იჯარის გახანგრძლივებას კიდევ ერთი სეზონით შესთავაზებს, შემდგომში მისი 15-17 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

22 წლის უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში მილანის მაისურით 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.