Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერი და რომა შეთანხმდნენ

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გუშინ რომას წარმომადგენლები ინგლისში გაფრინდნენ და მანჩესტერთან კრის სმოლინგის ტრანსფერის თაობაზე შეხვედრა გამართეს, რომელიც წარმატებით დასრულდა.

გამოცემის ინფორმაციით, რომამ მანჩესტერის დარწმუნება მოახერხა და ჯალოროსი ფეხბურთელს, რომელმაც გასული სეზონი მგლების რიგებში იჯარით გაატარა, 15 მილიონ ევროდ დაიბრუნებს.

სმოლინგმა რომასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ინგლისელი ფეხბურთელი ჯალოროსისთან 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.