Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერი კოშტას აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

წითელი ეშმაკები იუვენტუსის ვინგერის, დუგლას კოშტას გაფორმებას შეეცდებიან და ფეხბურთელის აგენტთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას უკვე ცდილობენ.

მანჩესტერმა ჯეიდენ სანჩოს ტრანსფერზე ფარ-ხმაი საბოლოოდ დაყარა და მის ალტერნატივებზე გადაერთო, ერთ-ერთი მთავარი მათგანი კი სწორედ დუგლას კოშტაა.

იუვენტუსი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის და მზად არის, კოშტა 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

დუგლას კოშტამ მიმდინარე სეზონში გაუთავებელი ტრავმების გამო სერია ა-ში თამაშის სასტარტოდან დაწყება მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა და სწორედ მისი ტრავმიანობაა ის, რის გამოც იუნაიტედი ტრანსფერს ეჭვის თვალით უყურებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.