Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერი მანჩინის არ ეშვება…

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედი იტალიის თავკაცის რობერტო მანჩინის გუნდში მიყვანას შეეცდება.

წითელ ეშმაკებს მანჩინის გუნდში ხილვა დაუყოვნებლივ სურდათ, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა ნაკრების დატოვებაზე მანამ, სანამ აძურის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს არ მოუტანს, უარი თქვა, ამიტომ ინგლისელებმა გუნდში რალფ რანგნიკი მიიყვანეს, რომელიც გუნდს სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს, შემდეგ კი მენეჯმენტში გადაინაცვლებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, მანჩესტერი მანჩინის გადარწმუნებას კიდევ ერთხელ სეზონის ბოლოს შეეცდება და მათ იტალიელი სპეციალისტის გადაბირების მეტი შანსი ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ იტალია მუნდიალზე ვერ მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიის, შემდეგ კი პორტუგალია – თურქეთის წყვილში გამარჯვებულის დამარცხება მოუწევს.