Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერი მზად არის, პოგბა 50 მილიონად გაყიდოს

ბრიტანული სპორტული გამოცემა The Sun-ის მტკიცებით, მინო რაიოლას სიტყვების შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ პოგბას გუნდიდან წასვლა სურს, მანჩესტერს კარგად ესმის, რომ პოლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ფაქტობრივად გამორიცხულია და მზად არის, 27 წლის ფეხბურთელი 50 მილიონ ევროდ გაყიდოს.

პოლ პოგბა, რომელიც მანჩესტერში იუვენტუსიდან 2016 წელს, იმ დროისთვის სარეკორდო 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, კვირაში ხელფასის სახით 300,000 ევროს იღებს და წითელ ეშმაკებს სათადარიგო მოთამაშისთვის ასეთი ხელფასის გადახდა აღარ სურთ.

პოგბას მანჩესტერიდან წასვლა იანვარშიც არ არის გამორიცხული და მისთვის იუვენტუსი და მადრიდის რეალი იბრძოლებენ, თუმცა დანებებას არც პსჟ აპირებს.