Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერი მილანის ვარსკვლავს 5-წლიან კონტრაქტს უმზადებს

DailyMail-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი ჰაკან ჩალჰანოღლუს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მზად არის თურქ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

ჰაკანის ხელშეკრულება მილანთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. 26 წლის ფეხბურთელი ამჟამად სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებს, როსონერიმ კი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 3 მილიონი შესთავაზა, რაზეც ფეხბურთელმა უარი განაცხადა, მას სეზონში მინიმუმ 6.5-7 მილიონის მიღება სურს.

წყაროს მტკიცებით, მანჩესტერი მზად არის ფეხბურთელს მოთხოვნილი ხელფასი გადაუხადოს და მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. თუ მილანმა ჩალჰანოღლუსთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდამდე ვერ მიაღწია, გუნდს მისი გაყიდვა მოუწევს…

გათიშვა