Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერი პოგბას იუვეში გაშვების წინააღმდეგი არ არის

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, მანჩესტერი მზად არის პოლ პოგბას სანაცვლოდ იუვენტუსის ფეხბურთელები განიხილოს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ტურინელების მიერ შეთავაზებული ფეხბურთელი არ სურს.

რამდენიმე დღის წინ Calciomercato-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუვენტუსმა პოლის სანაცვლოდ წითელ ეშმაკებს აარონ რემსი და დუგლას კოშტა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

სწორი ფორმულის პოვნა, რომელიც ორივე გუნდს დააკმაყოფილებს, რთული იქნება, თუმცა ფაქტი, რომ მანჩესტერი ტრანსფერში ფეხბურთელების გაცვლას განიხილავს, იუვენტუსის შანსებს ზრდის.