Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერი პრეიშიჩს მიუბრუნდა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი ინტერის ფეხბურთელის, ივან პერიშიჩის გაფორმებს იანვარში შეეცდება.

პერიშიჩი, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით ბაიერნში გაატარა და ტრებლი მოიგო, ნერაძურის სეზონის სტარტზე დაუბრუნდა, თუმცა ანტონიო კონტეს გულის მოგება ვერ მაოხერხა და ბენეამატა მზად არის, ფეხბურთელი გაასხვისოს.

მანჩესტერი პერიშიჩის ტრანსფერით გასულ სეზონშიც ინტერესდებოდა და მზად არის ბედი კიდევ ერთხელ სცადოს, ინტერს მის მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს და პერიშიჩის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ჩელსის ემერსონ პალმიერის გაფორმებას შეეცდება.