მანჩესტერი რაბიოს ტრანსფერით ინტერესდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსის ფრანგი ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს ტრანსფერით ინტერესდება და წითელი ეშმაკების სკაუტები გუშინდელ მატჩში მას აკვირდებოდნენ.
იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გადახალისებას გეგმავს და რაბიოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვს.
26 წლის ფრაგნმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში იუვეს რიგებში ჩატარებულ 47 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.