Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერმა იუვენტუსს მარსიალის ფასი შეუთვალა

იუვენტუსი ფორვარდის ძიებას განაგრძობს, რომელიც გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდება და ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო დღეებში ტურინულ გრანდს დაუკავშირეს, მანჩესტერ იუნაიტედის ანტონი მარსიალია.

ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება სურს. მისი გაყიდვის წინააღმდეგი არც წითელი ეშმაკების ხელმძღვანელობაა, მაგრამ Calciomercato-ს ცნობით, მათ ფეხბურთელის იჯარით გაშვება არ სურთ და მარსიალის სანაცვლოდ 35 მილიონის გამომუშავება უნდათ, ამ თანხის გადახდას კი იუვენტუსი მის სანაცვლოდ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს.

მარსიალის გარდა, იუვენტუსი იანვარში ჯანლუკა სკამაკას, მაურო იკარდის და პიერ-ემერიკ ობამეიანგის კანდიდატურებს განიხილავს, თუმცა სამივე მათგანის შემთხვევაში მხოლოდ იჯარას განიხილავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.