Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერმა რონალდუს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანუ რონალდუს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და მზად არის სეზონში 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

წყაროს ცნობით, მანჩესტერი ამ ეტაპზე ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზეა კონცენტრირებული, რის შემდეგაც უშუალოდ იუვენტუსთან დაიწყებს მოლაპარაკებებს და არ არის გამორიცხული, რომ ტურინელებს ლეგენდარული პორტუგალიელის სანაცვლოდ პოლ პოგბა შესთავაზოს.