Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერსა და იუვენტუსს შორის გუშინ შეხვედრა შედგა…

SportItalia-ს ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორამციით, გუშინ ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედის და იუვენტუსის წარმომადგენლები შეხვდნენ და მხარეებმა რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი განიხილეს.

წყაროს ინფორმაციით, წითელი ეშმაკები იუვენტუსის ფრანგი ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს ტრანსფერით ინტერესდებიან, ბიანკონერის კი დონი ვან დე ბეეკის და რა თქმა უნდა პოლ პოგბას სიტუაცისს მოსმენა სურდა.

წყაროს ცნობით, ჯერჯერობით რაიმე სახის ბარტერზე საუბარი ადრეა, თუმცა გუნდებში იდეა ნამდვილად არსებობს და არ არის გამორიცხული, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მხარეებმა ფეხბურთელები გაცვალონ.