Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერს დალოტის დაბრუნება სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი მილანთან დიეგო დალოტის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყებას არ აპირებს და წითელი ეშმაკები სეზონის ბოლოს ფეხბურთელს დაიბრუნებენ.

21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მილანს სეზონის სტარტზე მშრალი იჯარით შეუერთდა, გუშინ ევროპა ლიგაზე გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით,მილანი ყველა ხერხს ხმარობს, რომ მანჩესტერი ფეხბურთელის გაშვებაზე დაითანხმოს, თუმცა ინგლისელები წინადადების მოსმენას არც კი აპირებენ…