Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერს დუგლას კოშტა სურს?

მანჩესტერ იუნაიტედი უკვე დიდი ხანია,რაც ბორუსიას ვინგერის,ჯეიდენ სანჩოს გაფორმებას ცდილობს,თუმცა გერმანული გუნდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 115 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც წითელი ეშმაკები არ აპირებენ და მისი ალტერნატივის ძებნა დაიწყეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით,იმ შემთხვევაში,თუ მანჩესტერი სანჩოს ტრანსფერზე საბოლოოდ უარს იტყვის,ინგლისელები დუგლას კოშტას ტრანსფერზე გააქტიურდებიან და მისი შეძენა გაცილებით იაფი დაუჯდებათ.

ბიანკონერი გუნდის გაახალგაზრდავების პორცესშია და 29 წლის დუგლას კოშტას გაშვების წინააღმდეგი არ არის.ბრაზილიელს ჯერჯერობით ვეტერანს ვერ ვუწოდებთ,თუმცა მისი ხშირი ტრავმებიდან გამომდინარე პირლო კოშტას გაშვების წინააღმეგი არ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published.