Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერს იუვენტუსის ბრაზილიური დუო სურს

Calciomercato-ს მტკიცებით, წითელი ეშმაკები სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დუგლას კოშტას და ალექს სანდროს შეძენას შეეცდებიან.

წითელი ეშმაკები ჩემპიონთა ლიგისთვის შემადგენლობის გასაძლიერებლად ემზადებიან და სატრანსფერი ბაზარზე აქტიურობას აპირებენ, კოშტასა და სანდროს მომავალი კი იუვენტუსში ანდრეა პირლოს მისვლის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იუვენტუსი გუნდში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს და წყაროს მტკიცებით, პირლო ფეხბურთელების გაყიდვებით 200 მილიონი ევროს მიღებას და თავის სასურველი ფეხბურთელების მიყვანას აპირებს, ამიტომ ნებისმიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ შესული ადეკვატური წინადადება განიხილება.

Leave a Reply

Your email address will not be published.