Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერს კიეზას გარდა კიდევ ერთი ფიორენტინას ფეხბურთელი უნდა

წითელი ეშმაკები ფედერიკო კიეზას გარდა,ფიორენტინას კიდევ ერთი ფეხბურთელის – გაეტანო კასტროვილის გაფორმებას ეცდებიან.

კასტროვილი სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტია და მისი შეძენა მანჩესტერის გარდა ლივერპულს,ტოტენჰემს,იუვენტუსს და ინტერსაც სურთ.

23 წლის ფეხბურთელმა ფიორენტინას შემადგენლობაში 24 შეხვედრა ჩაატარა,3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ პრემიერ ლიგის გუნდებიდან სწორედ მანჩესტერ იუნაიტედი იჩენს ყველაზე დიდ ინტერესს ფეხბურთელის მიმართ და სოულშერი ფიორენტინას ნახევარმცველის დიდი გულშემატკივარია.

გავრცელებული ინფორმაციით,მანჩესტერმა ფიორენტინას 45 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა,რაც დაახლოებით ღირებულებას 50 მილიონამდე აიყვანს.

Leave a Reply

Your email address will not be published.